leaderboard_below_slide
left_sabechdi

მარკო რუბიო: უკრაინის აღდგენას ათეულობით წლები და ასეულობით მილიარდი დოლარი დასჭირდება

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარდგენილმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ “არარეალისტურია იმის დაჯერება“, რომ უკრაინა შეძლებს დააბრუნოს რუსული ჯარები იქ, სადაც ისინი 2022 წლამდე იდგნენ, ანუ ქვეყანაში რუსეთის შეჭრამდე”, – განაცხადა მან საგარეო საქმეთა სენატის კომიტეტის მოსმენაზე, რომელიც მისი კანდიდატურის დამტკიცებას ეხებოდა.

მისი თქმით, აშშ-ის ოფიციალური პოზიცია უნდა მდგომარეობდეს იმაში, რომ ომი შეწყდეს. რუბიომ აღნიშნა, რომ მას სურს, რომ უკრაინაში, რომლის აღდგენასაც თაობები დასჭირდება, მკვლელობა დამთავრდეს. მან ასევე აღნიშნა, რომ მილიონობით უკრაინელი უკვე აღარ ცხოვრობს უკრაინაში.

„ახლა, როდესაც მე ვსაუბრობ თქვენთან, ნადგურდება უკრაინის ინფრასტრუქტურა, მათ შორის, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. მათ აღდგენას ასობით მილიონი დოლარი დასჭირდება უახლოესი ათწლეულების განმავლობაში. ასე, რომ ეს მნიშვნელოვანი კონფლიქტია. მე ვფიქრობ, რომ აშშ-ს ოფიციალური პოზიცია უნდა მდგომარეობდეს იმაში, რომ ეს ომი უნდა დამთავრდეს და ისმის კითხვა, რა როლი შეიძლება შევასრულოთ ჩვენ ამაში“, – განაცხადა რუბიომ.

რუბიოს განცხადებით, მისთვის სწორი შემდეგი ფორმულირებაა: „უკრაინის პრობლემა იმაში კი არ არის, რომ მას ფული უმთავრდება, პრობლემა იმაშია, რომ მას უკრაინელები უმთავრდება“.

რუბიომ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის დასრულება მძიმე სამუშაო იქნება და ამისთვის დიდი დიპლომატია იქნება საჭირო.

ასევე იხილეთ