leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვლადიმერ ბოჟაძე ჰელსინკის კომისიის სხდომაზე საქართველოს წინააღმდეგ გაკეთებულ შეფასებაზე: ესეც არის ტყუილი და დეზინფორმაცია

“ესეც არის ტყუილი და დეზინფორმაცია. ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესების არ დაცვას, ჩვენი ქვეყნის იმიჯის შელახვას”,  – განუცხადა ჟურნალისტებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ ჰელსინკის კომისიის სხდომაზე საქართველოს წინააღმდეგ გაკეთებული შეფასების პასუხად.

როგორც ვლადიმერ ბოჟაძემ აღნიშნა, საქართველო სრულად არის მიერთებული საერთაშორისო სანქციებს და მას სრულად იცავს.

„ესეც არის ტყუილი და დეზინფორმაცია. ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესების არ დაცვას, ჩვენი ქვეყნის იმიჯის შელახვას. ყველას კარგად გვახსოვს იმ სახელმწიფოების წარმომადგენლების ვიზიტი, ვინც რეალურად დაუწესეს [სანქციები], ევროკავშირის, ბრიტანეთის, ამერიკის, ბატონ ო’ ბრაიენის ვიზიტი საქართველოში, სადაც მათ შეხვედრა მადლიერებით დაიწყეს სწორედ, იმიტომ რომ საქართველო აბსოლუტურად იცავს სრულად ყველა საერთაშორისო სანქციას.

სრულად ვართ მიერთებული საერთაშორისო სანქციებს და სრულად ვიცავთ. ჩვენი პარტნიორებისგან არც ერთი საყვედური ამ თვალსაზრისით არ მოგვისმენია“, – აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.

ჰელსინკის კომისიის სხდომას სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის სტატუსით ესწრებოდა პროფესიით ჟურნალისტი ოლესია ვართანიანი. მან რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში დახმარებაზე საუბრისას ანტისახელმწიფოებრივი განცხადება გააკეთა და ისრები საქართველოსკენ გადმოიტანა.

ასევე იხილეთ