“ხანგრძლივი ომი არც უკრაინის, არც რუსეთის სასიკეთოდ არ მუშაობს”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ინფორმაციას უკრაინული საინფორმაციო სააგენტო УНIАН-ი ავრცელებს.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის ყველაზე მტკივნეული ადამიანების დაკარგვაა.
„ძნელი სათქმელია. მე არ ვფიქრობ, რომ ხანგრძლივი ომი რომელიმე მხარის სასიკეთოდ მუშაობს – არც ჩვენი, არც რუსული მხარის. ჩვენ დანაკარგი გვაქვს და ჩემთვის ეს ყველაზე მტკივნეულია. რუსები ზუსტად კარგავენ. რუსები ადამიანებზე არ ფიქრობენ. ისინი ფულზე ფიქრობენ. ისინი მას კარგავენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ხანგრძლივი ომი, რა თქმა უნდა, არ არის ადეკვატური ადამიანებისა და ევროპის სასარგებლოდ მიმართული.
„მაგრამ საკითხი ფულში არაა. მე ვფიქრობ – საკითხი მომავალშია. არ უნდა მივცეთ რუსეთს უფლება გაიმარჯვოს. ეს ერთგვარი პასი არის სხვებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ შემდეგ მსგავსი ნაბიჯების გადადგმა. მე და თქვენ წარმოდგენაც კი არ შეგვიძლია, საიდან შეიძლება უბედურება თავს დაგვატყდეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ერთ-ერთი პოლონური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ასევე გაიხსენა, როგორ ლაპარაკობდა რუსეთი „მოძმე“ ერებზე და პირობას დებდა, რომ არასდროს აიღებდა უკრაინას და არასდროს არ იომებდა მის წინააღმდეგ.