leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბუნდესტაგმა უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების გაგზავნას მხარი კვლავ არ დაუჭირა

ბუნდესტაგმა უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების გაგზავნას მხარი კვლავ არ დაუჭირა. კენჭისყრაში მონაწილეობა გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატის 690 დეპუტატმა მიიღო, რომელთაგან უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების გადაცემას მხარი 190-მა დაუჭირა, წინააღმდეგი 495 იყო, ხოლო 5-მა თავი შეიკავა.

უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების გადაცემის ინიციატივა ბუნდესტაგში ოპოზიციურმა პარტიამ, „ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა“ წამოაყენა.

მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის „სოციალ-დემოკრატებმა“ ინიციატივის საწინააღმდეგო პოზიცია დაიკავეს, მმართველი კოალიციის, განსაკუთრებით „მწვანეებისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ რამდენიმე დეპუტატმა ინიციატივას მხარი დაუჭირა.

 

ასევე იხილეთ