leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლევან იოსელიანი: კანონის თანაბრად დაცვა ყველას მიმართ არის ყველაზე სწორი, დამაბალანსებელი გამოსავალი და რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკურ პროცესს წაადგება

“კანონის თანაბრად დაცვა ყველას მიმართ არის ყველაზე სწორი, დამაბალანსებელი გამოსავალი და რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკურ პროცესს წაადგება”, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ლევან იოსელიანმა.

კითხვაზე, როდესაც ქვეყანაში პიკზეა პოლიტიკური დაძაბულობა და ყოველდღიურად ხდება ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებიც, რაში ხედავს სიტუაციიდან გამოსავალს სახალხო დამცველი, იოსელიანმა განაცხადა, რომ დემოკრატიულ სამყაროში, ასეთი ვითარების დროს გამოსავალს კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვა წარმოადგენს. იოსელიანის განმარტებით, აღნიშნული ყველას მიმართ თანაბარ მოპყრობას გულისხმობს.

„ამაში იგულისხმება ის აქციის მონაწილეც, რომელმაც გადაამეტა თავის გამოხატვის თავისუფლებას და პოლიციელზე მიიტანა იერიში – ქვა ესროლა, თუ მაშხალა ესროლა, რაც გაუმართლებელია, ამაში იგულისხმება ისიც, როდესაც პოლიციელმა დააკავა ადამიანი, შემდეგ მოახდინა ფიზიკური ზემოქმედება და მას არაადამიანურად მოეპყრო – ცემა და ასეთი ფაქტები მე ბევრი ვნახე. წინასწარი დაკავების იზოლატორებში 100-ზე მეტ ადამიანს შევხვდი. იმის თქმა მინდა, რომ ამას სჭირდება რეაგირება, კანონის უზენაესობა გულისხმობს. ვიცით, რომ ერთ მხარეს არიან ადამიანები პასუხისგებაში მიცემული და მეორე მხარესაც არიან, ვინც დანაშაული ჩაიდინა, კანონის აღსრულება უნდა იყოს თანაბარი. ეს გაათანაბრებს საზოგადოებაში ამ განწყობებსაც, რადგან ასეთ დროს უსამართლობის განცდა იქნება მაღალი“, – განაცხადა იოსელიანმა.

ასევე იხილეთ