ევროპარლამენტარები კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელს და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალ თანახელმძღვანელს ილონ მასკს პლენარულ სხდომაზე ეპატიჟებიან და სიტყვით გამოსვლას სთავაზობენ. ინფორმაცია მილიარდერმა X-ზე თავად გააზიარა.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, ევროპარლამენტის 40 დეპუტატმა ხელი მოაწერა წერილს, რომელიც მასკის მიწვევას და მასთან სიტყვის გამოხატვის თავისუფლებაზე, კონსერვატიულ ღირებულებებსა და ტექნოლოგიურ წინსვლაზე საუბარს ითვალისწინებს.
40 Members of the European Parliament have signed a letter requesting EU President invites Elon Musk to speak at the Plenary.
The Parliamentarians want to discuss freedom of speech, conservative values and technological success, and have the goal of Making Europe Great Again! pic.twitter.com/hKKa9cKnoY
— Visegrád 24 (@visegrad24) January 15, 2025