იენს სტოლტენბერგი: ამერიკელების უმრავლესობა ნატოში გაწევრიანების მომხრე იქნებოდა, ახლა რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება იყოს საჭირო
“ამერიკელების აბსოლუტური უმრავლესობა ნატო-ში გაწევრიანების მომხრე იქნებოდა, ახლა რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება იყოს საჭირო”, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მისი თქმით, მოქალაქეების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საერთო უსაფრთხოებისთვის ჩრდილოეთ ამერიკამ და ევროპამ თანამშრომლობა უნდა გააგრძელონ.
“მაგალითად, ამერიკაში მხოლოდ 13 პროცენტი იტყოდა უარს ნატო-ში გაწევრიანებაზე. ჩვენი მოქალაქეების 80 პროცენტი მიიჩნევს, რომ საერთო უსაფრთხოებისთვის ჩრდილოეთ ამერიკამ და ევროპამ უნდა გააგრძელონ თანამშრომლობა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.