leaderboard_below_slide
left_sabechdi

სოზარ სუბარი: 2022 წელს, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, სომხეთის ვაჭრობა რუსეთთან თითქმის გაორმაგდა, საქართველოში კი მსგავსი არაფერი მომხდარა

„2022 წელს, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, თითქმის გაორმაგდა სომხეთის ვაჭრობა რუსეთთან, საქართველოში მსგავსი არაფერი მომხდარა”, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში.

მისი თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციას საქართველოსთან ჰქონდა ორმაგი და უსამართლო სტანდარტი.

„დღეს იყო მოსმენა ჰელსინკის კომისიაში სომხეთის საკითხების და იქაც ერთმა ჩვენმა მოქალაქემ, ოლესია ვართანიანმა აბსოლუტურად ცილისმწამებლური განცხადება გააკეთა საქართველოს მიმართ. მან თქვა, რომ თითქოს საქართველოს ტერიტორია და ტრანზიტი გამოიყენება რუსეთისადმი სანქციების გვერდის ავლისთვის. საქართველოს მოქალაქე რომ ამას იკადრებ, ეს არის საკუთარი სამშობლოს ღალატი.

2022 წელს, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, თითქმის გაორმაგდა სომხეთის ვაჭრობა რუსეთთან, საქართველოში მსგავსი არაფერი მომხდარა. ამ ფონზე, საქართველოს აბრალებენ რუსეთთან კავშირს და უუქმებენ სტრატეგიულ პარტნიორობას, ხოლო სომხეთთან დებენ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას, ეს არის ორმაგი სტანდარტი, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია. არ ჯდება არანაირ სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატში და იმედი მაქვს, რომ ეს გადაიხედება“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა ბაიდენის ადმინისტრაციაზე საუბრისას.

ჰელსინკის კომისიის სხდომას სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის სტატუსით ესწრებოდა პროფესიით ჟურნალისტი ოლესია ვართანიანი. მან რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში დახმარებაზე საუბრისას ანტისახელმწიფოებრივი განცხადება გააკეთა და ისრები საქართველოსკენ გადმოიტანა.

ასევე იხილეთ