leaderboard_below_slide
left_sabechdi

ივანკა ტრამპი: ვამაყობ მამაჩემის შეურყეველი ძალით და მოუთმენლად ველოდები, როდის დადებს ის ფიცს აშშ-ს 47-ე პრეზიდენტის რანგში

“მოუთმენლად ველოდები, როდის დადებს მამაჩემი ისევ ფიცს აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის რანგში”,წერს დონალდ ტრამპის ქალიშვილი ივანკა ტრამპი სოციალურ ქსელში.

ივანკა ტრამპი აღნიშნავს, რომ ინაუგურაციის თარიღის მოახლოებასთან ერთად, ის იხსენებს იმ პერიოდს, როდესაც მისი მამა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი გახდა.

“მოუთმენლად ველოდები, როდის დადებს მამა ფიცს აშშ-ს 47-ე პრეზიდენტის რანგში. ვამაყობ მისი შეურყეველი ძალით და სიმტკიცით და მოუთმენლად ველოდები შესაძლებლობას, ისევ აღვნიშნო ეს ისტორიული, მნიშვნელოვანი მომენტი მასთან ერთად”, – წერს ივანკა ტრამპი.

დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება. ცნობილია, რომ ინაუგურაციას დაესწრებიან არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი და სხვები.

ასევე იხილეთ