თეა ფირცხალავა რობინ დანიგანს: ვიღაც „ჭ“ კლასის აგენტ გახარიას კი არა, პრეზიდენტობის კანდიდატს კლავდით და რა სინდისით იღებთ ხმას?
აშშ-ის საელჩოს განცხადებას გიორგი გახარიაზე ჟურნალისტი თეა ფირცხალავა სოციალური ქსელით ეხმიანება.
„ვის ვის და…
საქართველოში აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანს ნაღდად არა აქვს მორალური უფლება, რომ ძალადობაზე ილაპარაკოს. რაკი მრავალსტანდარტიან ქალბატონ ელჩს ისეთივე გულმავიწყობა დასჩემდა, როგორც დემენციის მქონე პრეზიდენტ ბაიდენს, მაშინ შევახსენებ, როგორ სცადეს მის ქვეყანაში დღეს უკვე არჩეული პრეზიდენტის, ბატონი დონალდ ტრამპის მკვლელობა, თანაც სამჯერ, რომ აღარაფერი ვთქვათ კონგრესში შეჭრილი ხალხის მოკვლასა და ათასობით ტრამპისტის დაპატიმრებაზე.
ვიღაც „ჭ“ კლასის აგენტ გახარიას კი არა, პრეზიდენტობის კანდიდატს კლავდით და რა სინდისით იღებთ ხმას?
იმედია, საქართველოს მალე დატოვებთ და თქვენი კომენტარებისგან დაგვასვენებთ!!!
არ წაიღეს ტვინი, ამ მართლაც არამკითხე მოამბეებმა?!“ – წერს თეა ფირცხალავა.