leaderboard_below_slide
left_sabechdi

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ბრიუსელში NATO-ს სამხედრო კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ბელგიის სამეფოში, ბრიუსელში იმყოფებოდა. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილი დელეგაციის წევრებთან ერთად NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურთა სამხედრო კომიტეტის სხდომაში მონაწილეობდა, რომელსაც სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, ადმირალი რობ ბაუერი ხელმძღვანელობდა.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მოქმედ თავმჯდომარეს, ადმირალ რობ ბაუერს საქართველოსა და NATO-ს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მედალი „დიდგორის ჯვარი“ გადასცა. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ორმხრივი შეხვედრა გამართა NATO-ს სამხედრო კომიტეტის ახლად არჩეულ თავმჯდომარესთან, ადმირალ კავო დრაგონესთან. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მას ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და NATO-საქართველოს  შორის სამხედრო სფეროში სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

NATO-ს შტაბ-ბინაში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ასევე, გამართა ორმხრივი შეხვედრები უცხოელ კოლეგებთან, სადაც თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის არსებული საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილა.

 

ასევე იხილეთ