თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ისრაელის მთავრობას არ უნდა მიეცეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის უფლება. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
ერდოღანმა შეშფოთება გამოთქვა ისრაელის მხრიდან, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, ღაზის სექტორზე თავდასხმების გამო.
„შეთანხმების მიუხედავად, ისრაელის მიერ შეტევებისა და ხოცვა-ჟლეტის გაგრძელება დღეს სამართლიანად ზრდის ჩვენს შეშფოთებას. ისრაელის მთავრობას არ უნდა მიეცეს ცეცხლის შეწყვეტის დარღვევისა და ბოროტად გამოყენების უფლება. მსოფლიომ უნდა შეასრულოს თავისი სამართლებრივი და მორალური ვალდებულება ღაზის მოსახლეობის მიმართ“, – თქვა ერდოღანმა.
ცნობისთვის, გვიან ღამე ისრაელმა და მოძრაობა „ჰამასმა“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.