ახალი გამოკითხვის თანახმად, აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს მის ოპონენტ დონალდ ტრამპთან შედარებით რეიტინგში 1%-იანი უპირატესობა აქვს. აღნიშნულის შესახებ reuters იტყობინება.
დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა დაახლოებით 39%-მა განაცხადა, რომ არჩევნები დღეს რომ ჩატარდეს, ხმას მისცემდა „დემოკრატ“ ბაიდენს, ხოლო 38%-მა თქვა, რომ მხარს დაუჭერდა „რესპუბლიკელ“ დონალდ ტრამპს.
გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ ბევრ ამომრჩეველს არ ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული.
11%-მა განაცხადა, რომ ხმას მისცემდა სხვა კანდიდატებს, 5%-მა თქვა, რომ ხმას არავის მისცემდა, ხოლო 7%-მა კი აღნიშნა, რომ არ აქვს კითხვაზე პასუხი.