მას შემდეგ, რაც ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლი“ დატოვა, მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ პირველი პრესკონფერენცია გამართა. ბუნებრივია, მას 23 წლის ქართველის შესახებ ჰკითხეს.
კონტეს თქმით, კვარაცხელიას და ასევე, ვიქტორ ოსიმენისა და პიოტრ ზიელინსკის გარეშე, „ნაპოლი“ სრულიად სხვა გუნდი გახდა.
„ჩვენ, დიდი შრომით, 47 ქულა დავაგროვეთ, ახლა კვარაზე ვართ ორიენტირებული, მაგრამ თუ ობიექტურად შევაფასებთ, ეს გუნდი შარშანდელთან შედარებით, ახლა სამი მოთამაშის გარეშეა: ოსიმენი, კვარა და ზელინსკი, მეოთხე – კიმ მინჯე. ყველას შეუძლია ჰქონდეს საკუთარი აზრი და თქვას, რომ უფრო ძლიერები ვართ, ან უფრო სუსტები, მაგრამ ახლა, ეს სხვა „ნაპოლია“. კვარას წასვლით, ეს გუნდი განსხვავებულია, ვიდრე იმ წელს, როდესაც სკუდეტო მოიგო“, – ამბობს კონტე.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია პარიზში იმყოფება, სადაც სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, უდიდესი ალბათობით მისი გადასვლა პარი სენ-ჟერმენში უახლოეს საათებში გაოფიციალურდება.