leaderboard_below_slide
left_sabechdi

ორბანი ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ სანქცირებულ მინისტრზე: თუ ის ისჯება დიდი სახელმწიფოს მიერ, ეს ნიშნავს, რომ ის კარგად ასრულებს თავის საქმეს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მინისტრ ანტალ როგანის წინააღმდეგ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაწესებულმა სანქციებმა მხოლოდ გააძლიერა მისი პოზიციები.

„როგანი არის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურებზე პასუხისმგებელი მინისტრი, უნგრეთის ეროვნული სუვერენიტეტის მთავარი მცველი და თუ ის ისჯება დიდი სახელმწიფოს მიერ, ეს ნიშნავს, რომ ის კარგად ასრულებს თავის საქმეს, ასე რომ, ეს არის ჩვენი საწყისი წერტილი“, – აღნიშნა უნგრეთის მთავრობის მეთაურმა.

ვიქტორ ორბანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრამპის პრეზიდენტობის დროს ის აშშ-უნგრეთის ურთიერთობებში ოქროს ხანას მოელის.

აშშ-მა უნგრეთის მთავრობის მაღალჩინოსანი, ანტალ როგანი სასანქციო სიაში შეიყვანა კორუფციაში მონაწილეობის ბრალდებით.

ასევე იხილეთ