გერმანიის ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირიდან (CDU) ბუნდესტაგის ორ ყოფილ დეპუტატს აზერბაიჯანისგან ქრთამის აღების ბრალდებით ასამართლებენ. ამის შესახებ გამოცემა AlphaNews წერს.
ყოფილი დეპუტატების სასამართლო პროცესი მიუნხენის უმაღლეს რეგიონულ სასამართლოში ხუთშაბათს გაიმართა.
მათ ბრალი ედებათ აზერბაიჯანის სასარგებლოდ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა.
ბადენ-ვიურტემბერგის მხარის პარლამენტის პრესრელიზის მიხედვით, გამოძიების ცნობით, ედუარდ ლინტნერს, რომელიც ბუნდესტაგში 33 წლის განმავლობაში მუშაობდა, ხოლო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში 2016 წლამდე, „რამდენიმე მილიონი ევრო აქვს მიღებული 19 უცხოური კომპანიისგან“.
ხოლო აქსელ ფიშერი, რომელიც 2010-2018 წლებში ევროპული სახალხო პარტიის ლიდერი იყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, გამოძიების მტკიცებით, აზერბაიჯანის ინტერესებიდან გამომდინარე, პოზიტიური განცხადებებით გამოდიოდა და კონფიდენციალურ დოკუმენტებს გასცემდა, რის სანაცვლოდაც, ბრალდების მიხედვით, 2016 წელს 21 800 ევროს ოდენობის ქრთამი აიღო.
ორივე ყოფილი დეპუტატი ბრალდებებს უარყოფს.