აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა კანონი, რომელიც ჩინურ პლატფორმა TikTok-ს კრძალავს. შედეგად, კვირიდან, აშშ-ის მასშტაბით სოციალური ქსელი ხელმისაწვდომი აღარ იქნება.
კონგრესის ორპარტიულმა უმრავლესობამ კანონი გასული წლის აპრილში მიიღო.
TikTok-ის შემქმნელების მტკიცებით, კანონი არღვევს მათ უფლებას სიტყვის თავისუფლების თავისუფლებასთან დაკავშირებით.
„ეჭვგარეშეა, რომ 170 მილიონზე მეტ ამერიკელს TikTok აძლევს გამოხატვის ინდივიდუალურ და ფართო შესაძლებლობას, თუმცა კონგრესმა დაადგინა, რომ TikTok-ზე მონაცემთა შეგროვებასთან დაკავშირებით, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, არსებობს ამ გადაწყვეტილების აუცილებლობა“, – ნათქვამია განჩინებაში.
ცნობისთვის, „უცხოელი მოწინააღმდეგეების მიერ კონტროლირებული აპლიკაციებისგან ამერიკელთა დაცვის შესახებ კანონის“ მიხედვით, TikTok ან უნდა გამოეყოს მის მშობელ კომპანია ByteDance-ს, ან 19 იანვრიდან გაითიშოს „აპ სთორებიდან“ და „ჰოსტინგ“ სერვისებიდან.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომლის ინაუგურაციაც 20 იანვარს შედგება, სასამართლოს მოუწოდა, შეეჩერებინათ კანონის აღსრულება, რომ თანამდებობის დაკავების შემდეგ, დაკავებულიყო საკითხის „პოლიტიკური რეგულირებით“.