„ალ-ჰილალის“ ბრაზილიელი ფორვარდი ნეიმარი ამ სეზონში არ ითამაშებს საუდის არაბეთის ლიგაში.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ჟორჟე ჟესუსმა განაცხადა, რომ ნეიმარი არ იქნება რეგისტრირებული სეზონის მეორე ნახევრისთვის.
„ნეიმარი არ იქნება დარეგისტრირებული საუდის არაბეთის ჩემპიონატში, მაგრამ შეძლებს, მონაწილეობა მიიღოს აზიის ჩემპიონთა ლიგის მატჩებში.
ის მსოფლიო კლასის ფეხბურთელია. მაგრამ სიმართლე იმაში მდგომარეობს, ფიზიკურად ნეიმარი უკვე ვერ შეძლებს იმ დონეზე თამაშს, როგორსაც მიჩვეულნი ვართ“, – განაცხადა ჟესუსმა.
ბრაზილიელ ფორვარდს გასულ წელს თითქმის არ უთამაშია, რისი მიზეზიც მუხლის ჯვარედინი მყესების გაწყვეტა იყო. ეს ტრავმა მან ჯერ კიდევ 2023 წლის ოქტომბერში მიიღო. ერთი წლის შემდეგ ნეიმარი დაბრუნდა, მაგრამ მორიგი ტრავმა მიიღო და დღემდე არ დაბრუნებულა მოედანზე.