leaderboard_below_slide
left_sabechdi

მერაბ დვალიშვილი დღეს UFC-ში რუსეთის სახელით მოასპარეზე უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ იბრძოლებს

დღეს კალიფორნიაში UFC 311 ჩატარდება, სადაც ქვემსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი ქამარს პირველად, რუსეთის სახელით გამომსვლელი უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დაიცავს.

ღონისძიების წინ დვალიშვილმა წონა წარმატებით ჩააბარა, მან 60.7 კგ დააფიქსირა. ქართველს UFC-ში ჩატარებულ 22 შეხვედრაში 18 გამარჯვება აქვს, ასევე მან ბოლო 11 ბრძოლაში გაიმარჯვა. ნურმაგომედოვს კი შერეულ ორთაბრძოლებში 18 მოგება აქვს და არც ერთხელ დამარცხებულა.

ასევე იხილეთ