leaderboard_below_slide
left_sabechdi

სლოვაკეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას არ გამორიცხავს

სლოვაკეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ტიბორ გასპარმა განაცხადა, რომ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის შესაძლებლობას არ გამორიცხავს, თუმცა ამას „უკიდურესი გადაწყვეტილება“ უწოდა.

მისი თქმით, მმართველი „სოციალ-დემოკრატიული“ პარტიისთვის ჯერჯერობით არ არის პრიორიტეტული ევროკავშირიდან ან ნატოდან გასვლა. თუმცა, გასპარმა აღნიშნა, რომ ორივე გაერთიანება „დროთა განმავლობაში ვითარდება“ და „კარი ღია უნდა დარჩეს იმ სიტუაციისთვის“, როდესაც სლოვაკეთი „ექსტრემალურ გადაწყვეტილებას“ განიხილავს.

„ამჟამად „სოციალ-დემოკრატიულ“ პარტიას არ აქვს პრიორიტეტი, ან მიზანი ევროკავშირიდან, თუ ნატოდან გასვლის შესახებ, მაგრამ ორივე ეს გაერთიანება დროთა განმავლობაში ვითარდება, შესაძლოა, შეცვალოს ზოგიერთი ძირითადი საკითხი, ან მოქმედების პრინციპი, რომელიც არსებობდა იმ დროს, როდესაც ჩვენ მათ შევუერთდით. შესაბამისად, უნდა დარჩეს ღია კარი სიტუაციისთვის, როდესაც ჩვენ შეიძლება განვიხილოთ უკიდურესი გადაწყვეტილება, როგორიცაა ევროკავშირის დატოვება“, – განაცხადა გასპარმა.

ასევე იხილეთ