leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კობახიძე: ცესკოში შექმნილია ერთგვარი ჩიხი

„ცესკოში შექმნილია ერთგვარი ჩიხი. კანონპროექტი, რომელიც მივიღეთ და რომელსაც შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო, ემსახურება სწორედ ამ ჩიხის დაძლევას. აქედან გამომდინარე, ვეტოც უნდა იყოს დაძლეული”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„ცესკოსთან დაკავშირებით მარტივად არის საქმე: საარჩევნო ადმინისტრაციაში შექმნილია ერთგვარი ჩიხი. არის ცესკოს თავმჯდომარე და ორი წევრი, რომლებსაც 6-თვიანი ვადა გასული აქვთ უკვე წელიწად-ნახევარია და მხოლოდ იმის გამო ინარჩუნებენ ისინი საკუთარ თანამდებობებს, რომ სხვა თავმჯდომარე და წევრები არ არიან დანიშნულები. ეს არის ერთგვარი ჩიხი. ასეთი მდგომარეობით არ ივარგებს არჩევნების ჩატარება. მხოლოდ ოპოზიციას შეიძლება სურდეს ასეთ მდგომარეობაში არჩევნების ჩატარება. ჩვენი მიზანია ამ ჩიხის დაძლევა. კანონპროექტი, რომელიც მივიღეთ და რომელსაც შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო, ემსახურება სწორედ ჩიხის დაძლევას. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ცესკოში უნდა დარჩეს ჩიხი, ეს არის მათი საქმე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩიხი უნდა იყოს დაძლეული. აქედან გამომდინარე, ვეტოც უნდა იყოს დაძლეული“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე იხილეთ