leaderboard_below_slide
left_sabechdi

საქართველოს 18 წლამდე ასაკის ხელბურთელთა ნაკრებმა IHF-ის თასის ევროპის ზონის გათამაშება მესამე ადგილით დაასრულა

საქართველოს 18 წლამდე ასაკის ხელბურთელთა ნაკრებმა IHF-ის თასის ევროპის ზონის გათამაშებაში მონაწილეობა მიიღო.

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში საქართველოს ნაკრებმა დიდი ბრიტანეთის ნაკრები ანგარიშით 34:27 დაამარცხა.

საერთაშორისო ხელბურთის ფედერაციის თასის ევროპის ზონის გათამაშების A ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა ყველა მატჩი მოიგო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ქართველმა სპორტსმენებმა ჯგუფში კვიპროსის, ალბანეთისა და დიდი ბრიტანეთის ნაკრებებს სძლიეს, ნახევარფინალური შეხვედრა კი ბულგარეთთან ანგარიშით 33:39 დათმეს.

ქართველი ხელბურთელები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.

 

ასევე იხილეთ