თორნიკე რიჟვაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ კონსულთან ფუად აზიზოვთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ კონსულთან ფუად აზიზოვთან.
მთავრობის თავმჯდომარემ კონსულს რეგიონის ტურისტული პოტენციალი და საინვესტიციო გარემო გააცნო. შეხვედრაზე აღინიშნა სახელმწიფოთაშორისი სტრატეგიული თანამშრომლობა, რომელიც მოიცავს კულტურულ-ჰუმანიტარულ, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროებს.
მთავრობის თავმჯდომარემ ფუად აზიზოვს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ არსებული მრავალმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.