leaderboard_below_slide
left_sabechdi

ზურაბ ქადაგიძე: იმედია, როგორც ამერიკაში დაიწყო “დიფ სთეითის” დემონტაჟი, ასევე აუწყობს ფეხს ევროპა და გათავისუფლდება სოროსის სინდიკატისგან, თორემ მაკრონებისა და შოლცების იმპოტენტი მთავრობების შემხედველი კი ატყობთ საით მიექანებიან

“წლები აშენებდა სოროსი ალტერნატიულ საზოგადოებებს მსოფლიო მასშტაბით ზოგან რევოლუციებით, ზოგან კულტურული ექსპანსიითა და სოციალური ექსპერიმენტებით”,– წერს სოციალურ ქსელში პარტია “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე და ვიქტორ ორბანის განცხადებას ეხმიანება, სადაც უნგრეთის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ ბრიუსელი ჯორჯ სოროსის ჯიბეშია.

ექსპერტის თქმით, სოროსის ფონდის შრომის შედეგია საქართველოში ფსევდო ლიბერალიზმი და ფეიკ მედიაც. მისი თქმით, ქართული საზოგადოებისთვის აუცილებელია ამ გავლენებისგან გათავისუფლება, ამას კი მსოფლიოში მიმდინარე პროცესები უზრუნველყოფს.

“ადრეც ვთქვი და გავიმეორებ – ჯორჯ სოროსი, მისი ფონდები, არასამთავრობო თუ კორპორაციული ორგანიზაციები “დიფ სთეითის” ხილული მხარეა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში სინდიკატებად იქსელებოდა მსოფლიო მასშტაბით. ზოგან ჰუმანიტარულ მისიებად, ზოგან მსხვილ სოციალურ ფონდებად და ზოგან დემოკრატიის დისტრიბუტორად ევლინებოდა სხვადასხვა საზოგადოებებს. წლები აშენებდა სოროსი ალტერნატიულ საზოგადოებებს მსოფლიო მასშტაბით ზოგან რევოლუციებით, ზოგან კულტურული ექსპანსიითა და სოციალური ექსპერიმენტებით. ქართული საზოგადოების გარკვეული ნაწილის დღევანდელი მდგომარეობა, სწორედაც სოროსის შრომის ნაყოფია – “ფსევდო-ელიტა”, “ენჯეოკრატია”, სტერილური აზროვნება, გრანტებზე დახურდავებული პედაგოგიკა, მერკანტილიზმი და “ფეიკ-მედია”.

მოკლედ, ჩვენთვისვეა აუცილებელი მიმდინარე პროცესების გავლა, რადგან სამუდამოდ გათავისუფლდეს ქართული საზოგადოება ყველანაირი გავლენებისგან. იმედია, როგორც ამერიკაში დაიწყო “დიფ სთეითის” დემონტაჟი, ასევე აუწყობს ფეხს ევროპა და გათავისუფლდება სოროსის სინდიკატისგან, თორემ მაკრონებისა და შოლცების იმპოტენტი მთავრობების შემხედველი კი ატყობთ საით მიექანებიან!”,– წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ