მეტრო „რუსთაველთან“ პოლიციამ ორი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, ორივე პირი დაკავებულია 173-ე და 174 პრიმა მუხლებით, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, რატი ტყემალაძისა და ოთარ კვარაცხელიას დაკავების მიზეზი სავარაუდოდ, ე.წ. ბალაკლავასა და ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით ნიღბის ტარებაა.
შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, უცნობმა პირებმა რატი ტყემალაძე და ოთარ კვარაცხელია გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.