leaderboard_below_slide
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: “ენჯეოები“ ჩვენი მეგობარი ქვეყნების ფულს სახელმწიფოსთვის ძირის გამოსათხრელად იყენებენ

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, შემაშფოთებელია ის განცხადებები, რომლებსაც „ენჯეობისგან“ გუშინ და დღეს ვისმენთ. მისი თქმით, მათი მხრიდან მცდელობაა, რომ სასამართლოს დისკრედიტაცია მოხდეს.

“შემაშფოთებელია ის განცხადებები, რომლებსაც „ენჯეობისგან“ გუშინ და დღეს ვისმენთ, ისინი იყენებენ ტერმინს, „კლანი“, რაც სტიგმატიზებაა მოსამართლეების, მცდელობაა, რომ სასამართლოს დისკრედიტაცია მოხდეს. 

ვფიქრობ, დონორების პასუხისმგებლობაა ის, რომ ამ დღეებში მათი ფული იხარჯება ქართული სახელმწიფოსთვის ძირის გამოსათხრელად. მათი პასუხისმგებლობაა, რომ ფარული დეზინფორმაციული კამპანია გააჩერონ. სამწუხაროა, რომ „ენჯეოები“ უკვე იმ დონემდე მივიდნენ, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნების ფულს სახელმწიფოსთვის ძირის გამოსათხრელად იყენებენ.

მნიშვნელოვანია ამაში დონორები ჩაერიონ, რადგან ეს მათი პასუხისმგებლობაა. ქართველი ხალხის წინააღმდეგ ფულის ხარჯვა ნამდვილად არ არის არც ერთი დონორის უფლება და მნიშვნელოვანია, რომ ისინი თავისი მოქალაქეების ფულს ყურადღებით მოეპყრონ და არ ხარჯონ სხვა ქვეყნებისთვის ძირის გამოსათხრელად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

ასევე იხილეთ