leaderboard_below_slide
left_sabechdi

ჯანდაცვის სისტემების გაძლიერებაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

„ციფრული ჯანდაცვის სექტორის გაძლიერება“ – აზიის განვითარების ბანკის, (ADB) კორეის მთავრობის მხარდაჭერითა და ფონდ „კურაციოს“ ორგანიზებით, ჯანდაცვის სისტემების გაძლიერებაზე, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. კორეელმა ექსპერტებმა, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსა და სომხეთის დელეგაციის წევრებს, ამ მიმართულებით საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძემ და სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ლენა ნანუშიანმა მიმართეს და აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება პაციენტზე ორიენტირებული სისტემის კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრის მთავარი თემა ინოვაციური მიდგომების გამოყენებით, ჯანდაცვის სისტემების გაძლიერება და სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და ეფექტურობის კიდევ უფრო გაუმჯობესება იყო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ციფრული ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებასა და ჯანდაცვის პროვაიდერებისთვის გაწეული მომსახურების ასანაზღაურებლად, ციფრული გადაწყვეტილებების მიღებას. სამუშაო შეხვედრის ფორმატში მხარეებმა სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს.

ასევე იხილეთ