ესპანეთის ლიგა ენდესას მე-17 ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ „ჟირონა“ ოცქულიანი სხვაობით 100:80 დაამარცხა.
შერმადინმა 18 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 24 ქულა, 11 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა. გიორგიმ 9-დან 8 ორქულიანი და 12-დან 8 საჯარიმო ჩააგდო.