გარდაბნის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 20 წლამდე ახალგაზრდა ემსხვერპლა.
ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად დაშავებული სამი პირი კი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. დაღუპული ერთ-ერთ ავტომობილს მართავდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.