leaderboard_below_slide
left_sabechdi

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: აშშ-ის მსგავსად, ევროპამაც TikTok უნდა აკრძალოს

LONDON, ENGLAND - FEBRUARY 28: In this photo illustration, a TikTok logo is displayed on an iPhone on February 28, 2023 in London, England. This week, the US government and European Union's parliament have announced bans on installing the popular social media app on staff devices. (Photo by Dan Kitwood/Getty Images)

ესტონეთი მხარს უჭერს ჩინური სოციალური ქსელის TikTok-ის დაბლოკვას, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ბოლო წლებში ევროპამ დაინახა, თუ როგორ ავრცელებს Tiktok დეზინფორმაციას, ყალბ ამბებს და გავლენას ახდენს არჩევნების შედეგებზე.

„ამის ყველაზე ნათელი მაგალითი იყო ცოტა ხნის წინ რუმინეთში, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები გააუქმეს, რადგან რუსეთის ჩარევა არჩევნებში ფართო ონლაინ კამპანიით გამოიკვეთა“, – განაცხადა მინისტრმა.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ TikTok-ზე მომხმარებელი ვერ იღებს დაბალანსებულ ინფორმაციას.

„TikTok – ეს არ არის ინფორმაციის მასიური გავრცელების საშუალება, ეს არის გავლენის იარაღი“,- აღნიშნა მან.

მინისტრმა აღნიშნა, რომ TikTok აგროვებს უამრავ მონაცემს მომხმარებლის შესახებ, მაგრამ უცნობია ვის აქვს წვდომა ამ მონაცემებზე.

„რადგან TikTok ეკუთვნის ჩინურ კომპანიას, არსებობს საფუძვლიანი შიში, რომ მონაცემები მოხვდება ჩინეთის ხელისუფლების ხელში. საგარეო დაზვერვის სამსახურის ანგარიშს თუ დავუჯერებთ, TikTok აგროვებს იმდენ ინფორმაციას, რამდენიც ჯაშუშობისთვის, ფინანსური თაღლითობისთვის ან კიბერშეტევებისთვის არის საჭირო“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე იხილეთ