„ლიონის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ „ტულუზთან“ მატჩის (0:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, ბოლო პასი და ბოლო დარტყმა დააკლდათ, რათა გოლი გაეტანათ.
„ვიბრძოდით, განსხვავებული სახე გამოვაჩინეთ, ვიდრე ოთხშაბათს, ბევრი დუელიც მოვიგეთ. თუმცა, გვაკლდა ბოლო პასი, ბოლო დარტყმა გოლის გასატანად, ეს ვერ შევძელით. ადვილი არ იყო, გვინდოდა გამარჯვების მოპოვება. ვიცით, რომ საფრანგეთის თასზე შეცდომა დავუშვით, ამიტომ გვინდოდა მოგება საკუთარი თავისთვის და გულშემატკივრების, რომლებიც სტადიონზე დიდი რაოდენობით მოვიდნენ. ვიმუშავებთ, რომ ისინი გავახაროთ“, – თქვა მიქაუტაძემ.
შეგახსენებთ, ქართველ ფორვარდს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 25 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ერთხელ საგოლე პასი მიითვალა.