ვიდეომიმართვაში „ჰამასის“ სპიკერი აბუ უბაიდა პირობას დებს, რომ ყველა ძალისხმევას მიმართავს ისრაელის „შეკავებისთვის“ და შუამავლებს მოუწოდებს აიძულონ ისრაელი შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
„მიღწეული შეთანხმება შეიძლებოდა ერთი წლის წინ დადებულიყო, თუ იგი შეესაბამებოდა [პრემიერ] ნეთანიაჰუს ამბიციებს. ჩვენ მზად ვართ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის, მაგრამ ეს დამოკიდებულია მოწინააღმდეგის ერთგულებაზე“, – აცხადებს „ჰამასის“ სპიკერი.