leaderboard_below_slide
left_sabechdi

კირ სტარმერი: ახლა უნდა ვიხილოთ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარჩენილი ეტაპების განხორციელება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი ემილი დამარის გათავისუფლებას „არაჩვეულებრივს“ და „დიდი ხნის დაგვიანებულს“ უწოდებს.

სტარმერის თქმით, მიუხედავად ამ კარგი ამბისა, ეს ასევე ასახავს კიდევ ერთ ტანჯვის დღეს მათთვის, ვინც ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა სახლში.

„ახლა ჩვენ უნდა ვიხილოთ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარჩენილი ეტაპების განხორციელება სრულად და დროულად, მათ შორის დარჩენილი მძევლების გათავისუფლება და ჰუმანიტარული დახმარების შესვლა ღაზაში“, – აღნიშნა სტარმერმა.

ასევე იხილეთ