leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი რუხაძე: ვერ არიეს ქვეყანა. რომ არიონ, სჭირდებათ, რომ ეკონომიკურად არიონ. რა თქმა უნდა, ამას ვერ მოახერხებენ

ვერ არიეს ქვეყანა. რომ არიონ, სჭირდებათ, რომ ეკონომიკურად არიონ. რა თქმა უნდა, ამას ვერ მოახერხებენ, – განაცხადა „იმედის კვირასთან“ ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ.

მან კომენტარი გააკეთა რადიო „თავისუფლების“ ქართული რედაქციის მიერ გამოქვეყნებულ, დასასანქცირებელ პირთა სიაზე, რომელიც თითქოსდა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნად წარდგენილ მარკო რუბიოს ანონიმურმა პერსონამ გაუგზავნა.

რუხაძემ სტატიის დაწერის სავარაუდო მიზნებზე ისაუბრა.

„ვერ არიეს ქვეყანა. რომ არიონ, სჭირდებათ, რომ ეკონომიკურად არიონ. რა თქმა უნდა, ამას ვერ მოახერხებენ. ასეთი რაღაცები ამას არ ჰყოფნის, მაგრამ სულ გვესმის – გამოიტანეთ დეპოზიტები ბანკებიდან. რატომ? რატომ უნდა გამოიტანო დეპოზიტები ბანკებიდან?! იციან, რომ თუ გავგიჟდით ყველანი და გავედით, ბანკებიდან დეპოზიტები გამოვიტანეთ, დავანგრევთ საბანკო სისტემას და ეკონომიკას, ამიტომაც ამას არ ვაკეთებთ – არანაირი წინაპირობა ამისი არ არსებობს. ეს მოწოდებებია, ისეთი გიჟური მოწოდებებია, რომ „ეკონომიკა საშინელ მდგომარეობაშია“, „ჩამოიქცა და ჩამოინგრა“, აი, 15 იანვარს უნდა დაქცეულიყო ეკონომიკა, ექსპერტები გვიანონსებდნენ. ამის ნაწილია ესეც, რადგან რეალურად რომ ჩაიხედოთ იქ, სიაში, ეს ხალხი ასობით ათას ადამიანს ასაქმებს.

ეს სანქციები ასე არ მუშაობს, რატომღაც ეს ხალხი ყველა რომ დაასანქცირონ, ეს კომპანიები გაჩერდება ყველა. მარტო ჩემს კომპანიაში მუშაობს ათობით ათასი ადამიანი. ვიცი, იქ ვინც არიან, ყველა მსხვილი დამსაქმებელია. ამას დაამატეთ ორი მარეგულირებელი. მგონი, სულ სამი მარეგულირებელი გვყავს ქვეყანაში, ანუ მათი ჭკუით, „ტელეკომი“ უნდა ჩამოაქციონ და საბანკო სისტემა. ანუ, ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველოში შეიქმნას იმიჯი, რომ ეკონომიკური კატასტროფა გარდაუვალია, მოვიდა ან ახლოვდება, ან იქნება, რომ ეგებ ხალხს მოლოდინი გაუჩინონ ცუდის და მერე ამ მოლოდინზე რაღაც არასწორი გადაწყვეტილებები მიაღებინონ. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის, არ ინგრევა, ყველაფერი მიდის მშვენივრად.

ეს იგივე ხალხია, ვინც დარბოდა და უნდოდა, რომ არ მოეცათ კანდიდატის სტატუსი, გაეუქმებინათ უვიზო რეჟიმი, ქვეყანა დამისანქცირეთო – „რაც მეტ დარტყმას მივაყენებ ჩემს ქვეყანას კარგია!“, „კანდიდატობა მომეცი მაინც? – ცუდი იყო; უვიზო რეჟიმი არ გამიუქმე? -ცუდად მოიქეცი. ახლა მოდი რა დამასანქცირე!“.

დარწმუნებული ვარ, ახლა დარბის ხალხი ამერიკის, ევროპის ძალაუფლების კორიდორებში და ცდილობენ, საქართველო მართლა დაასანქცირონ“, – განაცხადა რუხაძემ.

ასევე იხილეთ