leaderboard_below_slide
left_sabechdi

„ლევანტეს“ მწვრთნელი ქოჩორაშვილზე: უნდა შევინარჩუნოთ, გვჭირდება, თუ გვინდა, მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ

„ლევანტეს“ მთავარმა მწვრთნელმა ხულიან კალერომ „გრანადასთან“ მატჩის (3:1) შემდეგ გიორგი ქოჩორაშვილზე ისაუბრა, რომელმაც ამ შეხვედრაში გოლი გაიტანა.

კალერო იმედოვნებს, რომ „ლევანტე“ 25 წლის ნახევარმცველის შენარჩუნებას მოახერხებს.

„სატრანსფერო ბაზრის ცეცხლს ხელს ვერ დაადებ, მაგრამ ვფიქრობ, ქოჩო ჩვენთან დარჩება. ეს გვჭირდება, თუ გვინდა, მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ. მნიშვნელოვანი ფეხბურთელები უკვე წავიდნენ, საკმარისია, იმედია, სხვა არავინ წავა. თუმცა ამის თქმის შემდეგ შეიძლება დიდი გუნდი მოვიდეს და წაიყვანოს. კონტრაქტი არსებობს, გამოსასყიდი პუნქტი, რომელსაც პატივისცემა სჭირდება. გიორგი საოცარი პროფესიონალია, ყველაფერ კარგს იმსახურებს. ის აუცილებლად დიდ წარმატებებს მიაღწევს და იმედი მაქვს, რომ ჩვენთან ერთად“, – განაცხადა კალერომ.

შეგახსენებთ, გიორგი ქოჩორაშვილს ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 19 მატჩში 5 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს აქტივში. ქართველ ნახევარმცველს „ლევანტესთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. „ლევანტე“ ლა ლიგა 2-ში 23 ტურის თავზე 39 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო ტურში 25 იანვარს, ლა კორუნიის „დეპორტივოს“ ესტუმრება.

ასევე იხილეთ