leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლევან მაჭავარიანი: რაც უფრო დრო გადის, აქციების მუხტი მცირდება

„რაც უფრო დრო გადის, აქციების მუხტი მცირდება. მოქალაქეები აღმოაჩენენ, რომ რაც მათ გადაუთარგმნეს ოპოზიციურმა ტელეარხებმა, სხვადასხვა აქტორმა უცხოეთიდან და სხვათა შორის, სამწუხაროდ, ბატონმა ჰერჩინსკიმაც ამაში მიიღო მონაწილეობა, ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება”, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

„ჩვენ მივდივართ ევროკავშირისკენ, ვასრულებთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და უკვე 50%-ზე მეტია შესრულებული, 2028 წელს გვექნება – 90%-ზე მეტი, ევროკომისია უწევს ამ ყველაფერს მონიტორინგს. როდესაც ეს ყველაფერი შესრულებული გვექნება, 2028 წელს დღის წესრიგში დავაყენებთ მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, ვინაიდან თუ პოლიტიკური ნება არსებობს, მოლაპარაკებების გახსნიდან დახურვამდე მაქსიმუმ 2 წელია საჭირო. 2030 წელი არის ზუსტად ის წელი, როდესაც ევროკავშირს თვითონ აქვს გაცხადებული, მისი ოფიციალური პოზიციაა, რომ მანამდე იგი არ გაფართოვდება. შესაბამისად, მოქალაქეები ამას იაზრებენ და რა თქმა უნდა, ეს მუხტი ჩაცხრება. ჩვენ ჩვენი ნაბიჯებით მათ დავარწმუნებთ იმაში, რომ ჩვენი გზა არის ევროპისკენ, მაგრამ ღირსებით“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

ასევე იხილეთ