20 იანვარს ქუთაისში +7 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი იქნება.
ოზურგეთში ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2.
ბათუმში დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +1 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.
ნალექიანი დღეა ფოთშიც. დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი.
ზუგდიდშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +8 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +1 გრადუსია ნავარაუდევი.
წვიმაა მოსალოდნელი სოხუმშიც. +6 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +1 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში დღეს თოვს. დღისით -3 გრადუსი იქნება, ღამით კი -13 გრადუსი დაფიქსირდება.
თოვლია მოსალოდნელი რაჭაშიც. ამბროლაურში დღეს ჰაერი +4 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში თოვლია მოსალოდნელი. დღისით +4 გრადუსი, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში მოთოვს. დღისით ჰაერი -10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაიწევს.
ბორჯომშიც თოვს. +3 იქნება დღისით, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით -3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -13 გრადუსი დაფიქსირდება.
გორშიც მოსალოდნელია თოვლი. დღისით +3 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.
ცხინვალში დღისით ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება, ღამით კი – 4 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში მზიანი ამინდი იქნება. დღის განმავლობაში -3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -13 გრადუსი იქნება. ომალოშიც უნალექო დღეა. დღისით +2, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში მზიანი ამინდია. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +7 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.
თელავშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -3 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანში დღისით +6 გრადუსი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ვარაუდობენ მზიან ამინდს.
სიღნაღში დღისით მზიანი ამინდია და +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -3 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი დღის განმავლობაში.
თბილისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 0 გრადუსი იქნება.