შალვა პაპუაშვილი: ირონიულია ყოფილი პრეზიდენტის ზურაბიშვილის პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე დასწრება
„რამდენად ირონიულია ყოფილი პრეზიდენტის ზურაბიშვილის პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე დასწრება“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ X-ზე წერს და ყოფილი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვიდეოს აქვეყნებას, სადაც ის აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე საუბრობს.
„რამდენად ირონიულია ყოფილი პრეზიდენტის ზურაბიშვილის პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე დასწრება. ნახეთ მის მიერ გავრცელებული შეთქმულების თეორიები, იმის შესახებ, რომ ტრამპმა მისი პირველი პრეზიდენტობის დროს „არჩევნები რუსეთის დახმარებით მოიგო“. ახლა ის მსგავს შეთქმულებას საქართველოს წინააღმდეგ უწევს პროპაგანდას“,- წერს პაპუაშვილი X-ზე.