leaderboard_below_slide
left_sabechdi

დევნილებისა და ეკომიგრანტებისთვის სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული პირების განაცხადების მიღება დაიწყო.

პროგრამის მიზანს დევნილებისა და განსახლებული ეკომიგრანტების სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა წარმოადგენს.

საგრანტო პროგრამაში გამარჯვებული დევნილებისა და ეკომიგრანტების საკუთრებაში არსებულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე  სათბურები მოეწყობა. ჯამში, 50-მდე პროექტი  დაფინანსდება.

პროგრამაში მონაწილეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეუძლიათ, რომლებსაც 2 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველი დევნილებისა და ეკომიგრანტების საგრანტო განაცხადების მიღება 10 თებერვლის  ჩათვლით გაგრძელდება.

განაცხადები   სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში მიიღება:

  • ქ. თბილისი, თამარაშვილის  ქ.N15ა;
  • ქ. გორი, სამების  ქ.N1;
  • ქ. რუსთავი, ი. ცურტაველის  ქ.N5ა;
  • ქ. ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის  ქ.N106;
  • ქ. ქუთაისი, ი.  აბაშიძის გამზ. N27.
ასევე იხილეთ