leaderboard_below_slide
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე ბიძინა ივანიშვილის მიერ შვეიცარიულ ბანკთან სასამართლო დავის დაწყებაზე: ეს ადამიანი, როგორც ჩანს, ვერ გაიცნეს – მან გადადო საკუთარი თავი სამშობლოსთვის და ფულით დაშანტაჟება, ბუნებრივია, ვერანაირ შედეგს მასთან ვერ მოიტანს

„ეს არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის, არამედ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული პროცესია, იმიტომ, რომ ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური შანტაჟი“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ შვეიცარიულ ბანკ „Julius Baer“-ის წინააღმდეგ სასამართლო დავის დაწყებაზე საუბრისას.

მდინარაძის თქმით, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა „დიფ სთეითზე“ ისაუბრა და საზოგადოებისთვის ბევრი დამატებითი დეტალი გახდა ცნობილი, გადაწყვიტეს, რომ უკვე მეორე შვეიცარიული ბანკის რეპუტაციული განადგურების ხარჯზე, დაესაჯათ ბიძინა ივანიშვილი და მასთან ერთად, საქართველოც.

მანვე აღნიშნა, რომ როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი კარგად ვერ გაიცნეს, ვინაიდან, მასთან ფულით შანტაჟი, ვერანაირ შედეგს ვერ მოიტანს.

„მას შემდეგ, რაც ბატონმა ბიძინამ ისაუბრა „დიფ სთეითზე“, უფრო გაშალა ეს თემა ქართული და არა მხოლოდ ქართული საზოგადოებისათვის, ბევრი დამატებითი დეტალი გახადა ცნობილი, ამის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ უკვე მეორე შვეიცარიული ბანკის რეპუტაცია არაფრად ჩაეგდოთ, გაენადგურებინათ, ოღონდ დასაჯონ საქართველო, დასაჯონ ბიძინა ივანიშვილი და პოლიტიკური შანტაჟი მოუწყონ საქართველოსაც და ბიძინა ივანიშვილსაც,

ბუნებრივია, დასკვნის გამოტანა არავის გვიჭირს, მარტივი ამბავია – ერთი ბანკი გაანადგურეს ერთი ადამიანის შანტაჟისთვის, რომელმაც თავისი ქვეყანა არ გასწირა და ეს პირადი შანტაჟი არ გადავიდა ქვეყანაზე, უარყოფითად არ აისახა და მყარად დაუდგა წინ ამ ყველაფერს. უკვე მას შემდეგ, რაც „დიფ სთეითზე“ დეტალურად ისაუბრა, მისი დასჯა და შანტაჟი გადაწყვიტეს მეორე ბანკის რეპუტაციული განადგურების ხარჯზე. რაც უნდა შვეიცარიული ბანკები გაანადგურონ, ეს ადამიანი, როგორც ჩანს, მათ ვერ გაიცნეს – ადამიანმა თავის დროზე გადადო საკუთარი თავი სამშობლოსთვის და ფულით დაშანტაჟება, ბუნებრივია, მასთან ვერანაირ შედეგს ვერ მოიტანს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, ლაშა კალანდაძის ცნობით, ბიძინა ივანიშვილი აპირებს, მათ შორის, უცხოელი ადვოკატების ჩართულობით, დაიწყოს სამართლებრივი პროცედურები შვეიცარიული ბანკის „Julius Baer“-ის წინააღმდეგ ბანკის მხრიდან დაკისრებული ვალდებულების შესრულებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

 

ასევე იხილეთ