leaderboard_below_slide
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე: ადამიანები ჩადიოდნენ მოსკოვში რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, უმღეროდნენ პუტინს და ეს ადამიანები მერე გაგიჟდნენ და გამწარდნენ ყველაფერზე რუსულზე, როდესაც უკრაინაში შევარდა პუტინი?!

„ადამიანები ჩადიოდნენ მოსკოვში რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, უმღეროდნენ პუტინს და ეს ადამიანები მერე გაგიჟდნენ და გამწარდნენ ყველაფერზე რუსულზე, როდესაც უკრაინაში შევარდა პუტინი?! საქართველოში რომ შემოვარდა, ეს არ იყო საკმარისი?!“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, არის თუ არა ორმაგი სტანდარტი, როდესაც არავინ საუბრობს რუსულ კლიპზე, სადაც ანდრო ჭიჭინაძე თამაშობს და ამის პარალელურად სხვა ხელოვანებს აბულინგებენ.

„მოდით, ანდრო ჭიჭინაძეს თავი დავანებოთ ამ შემთხვევაში, რადგან პატიმარია, კარგი მსახიობია სხვათა შორის და მას თავისუფლად შეუძლია, რუსულში, ინგლისურში, ყველა კლიპში მიიღოს მონაწილეობა, სადაც ექნება სურვილი.

ეს დისკუსიის საგანი როდის ხდება ხოლმე, იცით? როდესაც ყველაფერი რუსული გეზიზღება და მისი დეიდაშვილის ლიაკა ხოშტარიასი არ იყოს, რუსეთიდან ფინანსდები. ანდრო ჭიჭინაძისთვის არავის მიუთითებია, რომ რატომ იღებ რუსულ კლიპში მონაწილეობასო. ეს მისი საქმეა, მაგრამ ყველაფერი თუ ასე გეზიზღება რუსული, მაშინ რაშია საქმე?!

ბევრს უყვარს როგორც მსახიობი, მათ შორის „ქართული ოცნების“ მომხრეებსაც. ბევრი საერთო ახლობელი აღმოგვაჩნდა. საქართველოა, თბილისია და ვთქვი, რომ შემიძლია ამ ადამიანს თავდებშიც კი ჩავუდგე-მეთქი, თუ ის გაითავისებს, რა ჩაიდინა, რაში იღებდა მონაწილეობას. მხოლოდ მე კი არა, „ქართული ოცნების“ ნებისმიერ წარმომადგენელი მზად ვართ, თავდებში ჩავუდგეთ, ვუშუამდგომლოთ, თუ რა ფორმითაც გნებავთ.

ადამიანები ჩადიოდნენ მოსკოვში რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, უმღეროდნენ პუტინს და ეს ადამიანები მერე გაგიჟდნენ და გამწარდნენ ყველაფერზე რუსულზე, როდესაც უკრაინაში შევარდა პუტინი?! საქართველოში რომ შემოვარდა, ეს არ იყო საკმარისი?! ეს არის მათი ორმაგი სტანდარტი და მხილების ფაქტობრივი გარემოებები ამავდროულად“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ