ზაალ ანჯაფარიძე შვეიცარიულ ბანკთან დავაზე: ბანკის მიერ ხელოვნური პრობლემების შექმნას წინ უსწრებდა ბიძინა ივანიშვილის საჯარო გამოსვლა 29 აპრილს, როდესაც მან „deep state“ პირდაპირ ამხილა საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევასა და სახელმწიფო სტრუქტურებზე ზეწოლაში, რამაც ძალიან განარისხა აშშ-ის მაშინდელი ადმინისტრაცია
„მოვლენათა ქრონოლოგიას თუ გადავხედავთ, ბანკის მიერ ხელოვნური პრობლემების შექმნას წინ უსწრებდა ბიძინა ივანიშვილის საჯარო გამოსვლა 29 აპრილს, როდესაც მან „deep state“ პირდაპირ ამხილა საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევასა და სახელმწიფო სტრუქტურებზე ზეწოლაში, რამაც ძალიან განარისხა აშშ-ის მაშინდელი ადმინისტრაცია. შესაბამისად, ცალსახაა, რომ ივანიშვილის მიერ, „deep state“ საჯაროდ მხილება და ახალი ბანკის მიერ მისთვის მორიგი პრობლემების შექმნა დროსა და პოლიტიკურ მოცემულობაში ერთმანეთს პირდაპირ უკავშირდება“, – ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე განცხადებას იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიული ბანკის „Julius Baer“-ის წინააღმდეგ სასამართლო დავის დაწყებას გეგმავს.
მისივე თქმით, რთულია იმის თქმა, თუ რით დასრულდება დონალდ ტრამპის ბრძოლა „deep state”-თან, მაგრამ ვიდრე ეს კონგლომერატი არსებობს, იარსებებს ის უსამართლობა და ძალადობა, რასაც ვხედავთ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში და ცალკეულ პირებთან მიმართებაში.
„მიუხედავად იმისა, რომ ფინანსისტი არ ვარ, მაინც მინდა ჩემი აზრი დავაფიქსირო, რადგანაც ჩემი აზრით საქმე გვაქვს შემთხვევასთან, რომელიც აშკარად სცილდება საბანკო სფეროს და უფრო პოლიტიკას უკავშირდება, თანაც კულუარულ ბინძურ პოლიტიკას.
ივანიშვილის ადვოკატის თუნდაც ეს მოკლე განმარტება, ასევე ბიძინა ივანიშვილისა და შვეიცარიის საბანკო სისტემის ბოლოდროინდელი ურთიერთობების ისტორია, საკმარის საფუძველს მაძლევს გავაკეთო, მინიმუმ სამი დასკვნა:
1/ შვეიცარიული ბანკები აღარ არიან სანდო ფინანსური ინსტიტუტები, მათი ერთ დროს შეურყვნელი რეპუტაცია გავლენიანმა ძალებმა, გინდათ „deep state” უწოდეთ გინდათ სხვა რამ, პოლიტიკურ კონიუნქტურას დაუქვემდებარეს და შესაბამისად მიწასთან გაასწორეს.
2/ ამ გავლენიანმა ძალებმა ბიძინა ივანიშვილი, აშშ-ს საელჩოს ტერმინოლოგიას რომ დავესესხო, „მიზანში ამოიღეს“ იმის გამო, რომ მათი საქართველოსთვის დამღუპველი დირექტივები მორჩილად არ შეასრულა. ეს რომ გაეკეთებინა, დარწმუნებული იყავით არავითარი პრობლემები არ ექნებოდა შვეიცარიის ბანკებთან. ეხლა კი „ვაის გავეყარე და ვუის შევეყარე“ არ იყოს, თანხების ერთი შვეიცარიული ბანკიდან მეორეში გადატანას, არავითარი აზრი არ ჰქონია, რადგანაც „deep state”-ს გრძელი ხელები ყველგან მოგვწვდება.
3/მოვლენათა ქრონოლოგიას თუ გადავხედავთ, ბანკის მიერ ხელოვნური პრობლემების შექმნას წინ უსწრებდა ბიძინა ივანიშვილის საჯარო გამოსვლა 29 აპრილს, როდესაც მან „deep state“ პირდაპირ ამხილა საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევასა და სახელმწიფო სტრუქტურებზე ზეწოლაში, რამაც ძალიან განარისხა აშშ-ს მაშინდელი ადმინისტრაცია. შესაბამისად, ცალსახაა, რომ ივანიშვილის მიერ, „deep state“ საჯაროდ მხილება და ახალი ბანკის მიერ მისთვის მორიგი პრობლემების შექმნა დროსა და პოლიტიკურ მოცემულობაში ერთმანეთს პირდაპირ უკავშირდება.
P.S. ახლა რთულია იმის თქმა თუ რით დასრულდება დონალდ ტრამპის ბრძოლა “deep state”-თან, მაგრამ ვიდრე ეს კონგლომერატი არსებობს, იარსებებს ის უსამართლობა და ძალადობა, რასაც ვხედავთ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში და ცალკეულ პირებთან მიმართებაში“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.