leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით ქართველიშვილი შვეიცარიული ბანკის „Julius Baer“-ის შესახებ: როგორც კი გასული წლის 29 აპრილს ხელისუფლების მხარდამჭერ აქციაზე ბიძინა ივანიშვილმა „გლობალური ომის პარტია“ პირდაპირ ამხილა საქართველოს საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევაში, დაიწყო მისი სანქცირების მეორე ტალღა

„როგორც კი გასული წლის 29 აპრილს რუსთაველზე ხელისუფლების მხარდამჭერ გრანდიოზულ აქციაზე ბიძინა ივანიშვილმა „გლობალური ომის პარტია“ პირდაპირ ამხილა საქართველოს საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევაში – დაიწყო მისი სანქცირების მეორე ტალღა. მას შემდეგ, რაც შვეიცარიულ „Credit suisse“-თან დავაში ივანიშვილის ადვოკატთა გუნდი სათავისოდ იგებს ყოველ სასამართლო დავას, სწორედ „გლობალური ომის პარტია“ ჩაერია ივანიშვილის კიდევ ერთ შვეიცარიულ ბანკ „ჯულიუს ბაერს“-თან წარმატებულ ურთიერთობებში“,  – წერს  „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით,  სწორედ ბიძინა ივანიშვილის მიერ „გლობალური ომის პარტიის“ პირდაპირი დადანაშაულების შემდეგ, დაიწყო ბანკ „ჯულიუს ბაერს“-ის მხრიდან, დაკისრებული ფინანსური ვალდებულებების განხორციელების პოლიტიკური ნიშნით შეზღუდვა და ხელოვნური პრობლემების შექმნა.  ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს არ აპატიეს სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლება, ისევე როგორც, საქართველოს სიყვარული.

„მთავარი ახალი ამბავი, რომელიც გავიგეთ ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ადვოკატის განცხადებიდან: გამოაშკარავდა, გაირკვა და ეჭვგარეშეა, თუ ვის მიერ არის სანქცირებული „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე. ეს არის „დიფ სთეითი“, ის კულუარულად მოქმედი „გლობალური ომის პარტია“, რომელსაც აშშ-ს 47-ე პრეზიდენტმა დასუსტებით დაემუქრა.

ამ დამოკიდებულებაში დონალდ ტრამპის და ბიძინა ივანიშვილის თანხვედრა იდენტურია. როგორც კი გასული წლის 29 აპრილს რუსთაველზე ხელისუფლების მხარდამჭერ გრანდიოზულ აქციაზე ბიძინა ივანიშვილმა „გლობალური ომის პარტია“ პირდაპირ ამხილა საქართველოს საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევაში – დაიწყო მისი სანქცირების მეორე ტალღა. მას შემდეგ, რაც შვეიცარიულ „Credit suisse“-თან დავაში ივანიშვილის ადვოკატთა გუნდი სათავისოდ იგებს ყოველ სასამართლო დავას, სწორედ „გლობალური ომის პარტია“ ჩაერია ივანიშვილის კიდევ ერთ შვეიცარიულ ბანკ „ჯულიუს ბაერს“-თან წარმატებულ ურთიერთობებში.

სწორედ ბიძინა ივანიშვილის მიერ „გლობალური ომის პარტიის“ პირდაპირი დადანაშაულების შემდეგ, დაიწყო ბანკ „ჯულიუს ბაერს“-ის მხრიდან აქამდე თავისი ფინანსური ვალდებულებების წარმატებული განხორციელების პოლიტიკური ნიშნით შეზღუდვა და ხელოვნური პრობლემების შექმნა. ბიძინა ივანიშვილს არ აპატიეს არც სიტყვის და არც აზრის გამოხატვის თავისუფლება.

მით უმეტეს, არ აპატიეს არც საკუთარი ქვეყნის მიმართ სიყვარული, მისი ინტერესებისა და სუვერენიტეტის დაცვა. იმედი გვინდა ვიქონიოთ, რომ მსოფლიოს ამ გლობალურ სიბოროტესთან ტრამპის დეკლარირებული ბრძოლა წარმატებული იქნება. ხოლო ბიძინა ივანიშვილის მისივე თანხებით დაშანტაჟებას საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ არანაირი აზრი არა აქვს – ამაში არაერთგზის დარწმუნდა ყველა დაინტერესებული მხარე“, –  წერს დავით ქართველიშვილი.

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ადვოკატის, ლაშა კალანდაძის ინფორმაციით,  ბიძინა ივანიშვილი აპირებს, მათ შორის, უცხოელი ადვოკატების ჩართულობით, დაიწყოს სამართლებრივი პროცედურები შვეიცარიულ ბანკ „Julius Baer“-ის წინააღმდეგ ბანკის მხრიდან დაკისრებული ვალდებულების შესრულებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

ასევე იხილეთ