ლევან ნიკოლეიშვილი: შვეიცარიული ბანკი „ჯულიუს ბაერსი“ 29 აპრილამდე ბიძინა ივანიშვილთან მშვენივრად თანამშრომლობდა, ხოლო 29 აპრილს ბიძინა ივანიშვილის საჯარო გამოსვლისა და გლობალური ომის პარტიის ზრახვების მხილების შემდეგ, დაიწყო ბანკის მხრიდან პრობლემების შექმნა
„ბიძინა ივანიშვილისთვის ხელოვნური პრობლემების შექმნა, ისევ დაშანტაჟების მცდელობა დროსა და პოლიტიკურ მოცემულობაში ერთმანეთს პირდაპირ უკავშირდება. მანამდე კი შვეიცარიული ბანკი „ჯულიუს ბაერსი“ 29 აპრილამდე ბიძინა ივანიშვილთან მშვენივრად თანამშრომლობდა, ხოლო 29 აპრილს ბიძინა ივანიშვილის საჯარო გამოსვლისა და „დიფ სთეითის“ ზრახვების მხილების შემდეგ, დაიწყო ბანკის მხრიდან პრობლემების შექმნა“, – წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ ვერანაირი შანტაჟით მას საქართველოში მშვიდობას და სტაბილურობას ვერ შეაცვლევინებ.
„კრედიტ სუისის“ სახელის გატეხის შემდეგ კიდევ ერთი შვეიცარიული ბანკი, „ჯულიუს ბაერსიც“ თუ არ მოერიდებოდა თავისი სახელის და რეპუტაციის შელახვას ცოტა ძნელი წარმოსადგენი იყო. მაგრამ როგორც ჩანს პოლიტიკური ვალდებულებები( შესაძლოა ფინანსურიც?!) და გლობალური ომის პარტიის, იგივე „დიიფ სთეითი“ ბრძანებები მათთვის გაცილებით უფრო მეტია. არა და ეს ბანკი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ბიძინა ივანიშვილმა გლობალური ომის პარტია, იგივე „დიიფ სთეითი“ პირდაპირ ამხილა საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევაში, მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნასა და სახელმწიფო სტრუქტურებზე ზეწოლაში. ბიძინა ივანიშვილისთვის ხელოვნური პრობლემების შექმნა, ისევ დაშანტაჟების მცდელობა დროსა და პოლიტიკურ მოცემულობაში ერთმანეთს პირდაპირ უკავშირდება. მანამდე კი შვეიცარიული ბანკი „ჯულიუს ბაერსი“ 29 აპრილამდე ბიძინა ივანიშვილთან მშვენივრად თანამშრომლობდა, ხოლო 29 აპრილს ბიძინა ივანიშვილის საჯარო გამოსვლისა და გლობალური ომის პარტიის ზრახვების მხილების შემდეგ, დაიწყო ბანკის მხრიდან პრობლემების შექმნა.
ისე ნამდვილად საგულისხმოა, რომ პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი ამოცანად სახელმწიფო სტრუქტურებიდან “დიფ სთეითის” განდევნაა, რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მან არაერთხელ დაამტკიცა რომ ვერანაირი შანტაჟით მას საქართველოში მშვიდობას და სტაბილურობას ვერ შეაცვლევინებ“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.