აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს ვაშინგტონში კაპიტოლიუმის როტონდაში გაიმართება. გადაწყვეტილება უამინდობის გამო მიიღეს.
როგორც ამერიკული მედია წერს, 40 წლის წინ, სწორედ კაპიტოლიუმის როტონდაში შედგა ამერიკის რიგით მე-40 პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის ინაუგურაცია.
ტრამპმა ABC-ის უთხრა, რომ მისი საინაუგურაციო გამოსვლის თემა „ერთობა, ძალა და სამართლიანობა“ იქნება.
დონალდ ტრამპი მეუღლესთან ერთად უკვე მივიდა თეთრ სახლში, საიდანაც ისინი კაპიტოლიუმის შენობისკენ გაემართებიან.