leaderboard_below_slide
left_sabechdi

„ნაპოლი“ ალეხანდრო გარნაჩოს შეძენას გეგმავს

„ნაპოლი“ უახლოვდება ხელშეკრულების გაფორმებას „მანჩესტერ იუნაიტედის“ 20 წლის გარემარბთან ალეხანდრო გარნაჩოსთან. ფეხბურთელმა და ნეაპოლური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ სატელეფონო საუბარი გამართეს, – წერს გაზეთი Corriere dello Sport.

წყაროს ცნობით, „ნაპოლის“ სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა უახლოეს საათში შეხვდება „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობას, რათა არგენტინელი ფეხბურთელის ტრანსფერზე მოელაპარაკოს. იტყობინებიან, რომ „ნაპოლი“ მზად არის გარნაჩოში 60 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ამ სეზონში გარნაჩომ ყველა ტურნირზე 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რვა გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი პასი შეასრულა. მისი მოქმედი ხელშეკრულება მანჩესტერულ კლუბთან 2028 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

ასევე იხილეთ