„როიტერი“: ტრამპი თანამდებობის დაკავებისთანავე გამოაცხადებს, რომ აშშ-ის ფედერალური მთავრობა აღიარებს მხოლოდ ორ სქესს
„დონალდ ტრამპი თანამდებობის დაკავებისთანავე გამოსცემს აღმასრულებელ ბრძანებებს მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიური პროგრამების გაუქმების შესახებ და გამოაცხადებს, რომ აშშ-ის ფედერალური მთავრობა აღიარებს მხოლოდ ორ სქესს, მამრობითს და მდედრობითს”, – „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის მომავალი ადმინისტრაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა.
ამასთან, როგორც აღმასრულებელი ბრძანებების ნაწილი, ფედერალური სახსრები არ იქნება გამოყენებული „გენდერული იდეოლოგიის“ პოპულარიზაციისთვის.
„როიტერის“ ცნობით, აშშ-ის დაფინანსება ასევე არ იქნება გამოყენებული ცვლილების გამომწვევ სამედიცინო პროცედურებზე. ჯერ არ არის ნათელი, რას ნიშნავს აღმასრულებელი ბრძანებები აშშ-ის სამხედროებისთვის. პირველი ვადის განმავლობაში ტრამპმა გამოაცხადა, რომ აკრძალავდა ტრანსგენდერი ჯარისკაცების ჯარში მსახურს და მისმა ადმინისტრაციამ გაყინა ტრანსგენდერი პერსონალის დაქირავება. ბაიდენმა გააუქმა ეს გადაწყვეტილება, როდესაც 2021 წელს დაიკავა თანამდებობა.