leaderboard_below_slide
left_sabechdi

ზურაბ ქადაგიძე: 29 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა მოჰფინა ნათელი, იმ ბინძურ კამპანიას, რაც იგეგმებოდა საზღვრებს გარეთ და ღიად გამოუცხადა ბრძოლა საქართველოში გლობალური ომის პარტიას, Julius Baer-მა შეცვალა დამოკიდებულება და კლიენტის უფლებების ხელყოფა დაიწყო

“ბიძინა ივანიშვილმა მოჰფინა ნათელი, იმ ბინძურ კამპანიას, რაც იგეგმებოდა საზღვრებს გარეთ და ღიად გამოუცხადა უკომპრომისო ბრძოლა, საქართველოში გლობალური ომის პარტიის ადგილობრივი ფილიალს, ზემოხსენებულმა შვეიცარიულმა ბანკმა(Julius Baer) შეცვალა დამოკიდებულება და კლიენტის უფლებების ხელყოფა დაიწყო”, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე განცხადებას იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიული ბანკის Julius Baer-ის წინააღმდეგ სასამართლო დავის დაწყებას გეგმავს.

მისივე თქმით, 29 აპრილამდე ერთი ბანკი გამოიყენეს შანტაჟის იარაღად, რამაც ლამის გაკოტრებისა და რეპუტაციული განულების პირას მიიყვანა “კრედი სუისსი”, ხოლო 29 აპრილის შემდეგ, მეორე ბანკი ჩართეს საქმეში.

„ამერიკის ელჩმა, რომ განაცხადა – რა შუაში ვართ ჩვენ, შვეიცარიულ საბანკო სისტემასთანო, ხომ გახსოვთ და სულ ახლახან, პირდაპირ განაცხადეს ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა, ბიძინა ივანიშვილს წვდომას შევუზღუდავთ, კანონით გათვალისწინებული, შვეიცარიული ბანკის წინააღმდეგ მოგებული დავის მიუხედავადო, ხომ ეგეც გახსოვთ?!

ჰო და – დღეს ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ადვოკატმა განცხადება გააკეთა – სხვა ბანკი (Julius Baer), რომელშიც გადავიტანეთ “კრედიტ სუის”-ს გადარჩენილი აქტივები, ბოლო 6 თვეა უსამართლოდ იქცევა, არღვევს მესაკუთრის უფლებებს და კაპიტალთან დაკავშირებით ინფორმაციას მალავს, შესაბამისად კაპიტალთანვეა წვდომა შეზღუდული, ამიტომაც სხვა გზა არ დაგვიტოვეს და სასამართლოს უნდა მივმართოთო.

6 თვის წინ რა მოხდა ნეტავ, 29 აპრილის ინტერვიუმ ხომ არ განაპირობა, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ბანკის მხრიდან შეცვლილი დამოკიდებულება?
და რა თქვა ბიძინა ივანიშვილმა – “გლობალური ომის პარტია” და საქართველოს წინააღმდეგ ინსინუაციური კამპანია ახსენა? კი მაგრამ, შვეიცარიული ბანკი რა შუაშია, ივანიშვილის პოლიტიკურ განცხადებასთან?

ზუსტად იმ შუაშია, რომელშიც მისი წინამორბედი, თაღლითი “კრედიტ სუისსი” იყო, რომლის მეშვეობით იყო მცდელობა, დაეშანტაჟებინათ ბიძინა ივანიშვილი, საქართველო ჩართულიყო რუსეთ-უკრაინის ომში, თუმცა კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, ხოლო მას შემდეგ რაც, თვითონ ბიძინა ივანიშვილმა მოჰფინა ნათელი, იმ ბინძურ კამპანიას, რაც იგეგმებოდა საზღვრებს გარეთ და ღიად გამოუცხადა უკომპრომისო ბრძოლა, საქართველოში გლობალური ომის პარტიის ადგილობრივი ფილიალს, ზემოხსენებულმა შვეიცარიულმა ბანკმა(Julius Baer) შეცვალა დამოკიდებულება და კლიენტის უფლებების ხელყოფა დაიწყო.

მოკლედ, 29 აპრილამდე ერთი ბანკი გამოიყენეს შანტაჟის იარაღად, რამაც ლამის გაკოტრებისა და რეპუტაციული განულების პირას მიიყვანა “კრედიტ სუისსი” და 29 აპრილის მერე, მეორე ბანკი ჩართეს საქმეში!

არა და ვერ გაითავისეს, რომ ხმამაღლა განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა – საქართველოს უსაფრთხოების ხარჯზე, პირად კეთილდღეობას არასდროს ვარჩევო,“- წერს ზურაბ ქადაგიძე.

ასევე იხილეთ