„თუ ამ ყველაფერს „თქვენ კადრში ხედავთ”, დროა, მიმართოთ ფსიქიატრს” , – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ინაუგურაცია კაპიტოლიუმის შენობაში.
წითელ ხალიჩაზე მოაბიჯებენ და დარბაზში შემოდიან საგანგებოდ მიწვეული სტუმრები:
– თქვენ კადრში ხედავთ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს.
– თქვენ კადრში ხედავთ ბოკერია-ჩერგოლეიშვილის წყვილს.
– თქვენ კადრში ხედავთ ხაზარაძე-ჯაფარიძეს, რომლებსაც ხელჩაკიდებული მოჰყავთ გეგელია.
თუ ამ ყველაფერს „თქვენ კადრში ხედავთ”, დროა, მიმართოთ ფსიქიატრს” , – წერს ბონდო მძინარაშვილი.