leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვლადიმერ ბოჟაძე: დონალდ ტრამპის გზავნილები, განსაკუთრებით მშვიდობასა და ლგბტ პროპაგანდასთან მიმართებით, ეხმიანება „ქართული ოცნებისა“ და ჩვენი ქვეყნის ღირებულებებს

“დონალდ ტრამპის გზავნილები, განსაკუთრებით მშვიდობასა და ლგბტ პროპაგანდასთან მიმართებით, ეხმიანება „ქართული ოცნებისა“ და ჩვენი ქვეყნის ღირებულებებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ურთიერთობების გადატვირთვა მოსალონდელია არა მხოლოდ აშშ-სთან, არამედ ევროკავშირთანაც.

„ჩვენ ინაუგურაციის შემდეგ ის გზავნილები მოვისმინეთ, რომლებიც მთელი მსოფლიოსთვის და ჩვენი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია. გამოვყოფდი მშვიდობასთან მიმართებით ტრამპის განცხადებებსა და ქმედებებს, რომლებიც ფაქტობრივად დაწყებულია. რაც ყველაზე მთავარია, გენდერთან დაკავშირებული საკითხები, პირდაპირ ითქვა და კონგრესში უკვე დარეგისტრირებულია კანონპროექტი, რომელიც მხოლოდ ორ სქესს განსაზღვრავს. ეს სრულიად განსხვავდება იმ პოლიტიკისგან, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციას ჰქონდა. ყოფილი ადმინისტრაციის, მათ შორის ევროკავშირის წარმოიდგინებიან მხრიდან ხშირად საყვედური იყო სწორედ ლგბტ პროპაგანდასთან მიმართებით.

ტრამპის ორივე მნიშვნელოვანი გზავნილი პირდაპირ ეხმიანება იმ ღირებულებებს, რაც ქართულ ოცნებას და ჩვენს ქვეყანას აქვს, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. მნიშვნელოვანი იყო განათლებაზე აქცენტის გაკეთება, განათლება მსოფლიოში გლობალური პრობლემაა და ჩვენთანაც დაანონსებულია უკვე სახელმწიფო კომისიის შექმნა, რომელიც ქვეყანაში განათლების რეფორმაზე იმუშავებს. გზავნილებთან ერთად გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები და ტრამპმა 42 დოკუმენტს მოაწერა ხელი. ბევრი მათგანი სწორედ იმ პოლიტიკის შეცვლისკენაა მიმართული, რომელიც ჰქონდა წინა ადმინისტრაციას. წინა ადმინისტრაცია მხარს უჭერდა ჩვენი ოპოზიციის გზავნილებს, იყოს სანქციების დაწესება, მუქარები, ზეწოლა და ა. შ ეს ყველაფერი ახალი ადმინისტრაციის შემთხვევაში შეიცლება და გადაიხედება. ეს გავლენას მოახდენს მათ შორის ამერიკა-ევროკავშირის ურთიერთობებზე. ჩვენ ველოდებით არა მხოლოდ საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადახედვას და გადატვირთვას, არამედ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობის გადახედვასაც, რადგან ევროკავშირსაც ორი მთავარი მიზეზი ჰქონდა ჩვენს ხელისუფლებასთან და ქვეყანასთან დაპირისპირების – ომი, მშვიდობის საკითხები და ლგბტ პროპაგანდა“, – განაცხადა ბოჟაძემ.

ასევე იხილეთ